რას საქმიანობს რუსი დაქირავებული ქილერი და მზვერავი საქართველოში ? აქვს თუ არა მას ფარული სადაზვერვო მისია? "მთავარმა არხმა" ჩაწერა ინტერვიუ უკრაინელ ანალიტიკოსთან, რომელმაც საქართველოში მოქმედი რუსი აგენტი გამოააშკარავა.
როგორც უსაფრთხოების ექსპერტი იგორ გუჟკოვი განმარტავს, მან საფრთხის შესახებ შეატყობინა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა იქიდან რეაგირება არ ყოფილა. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ სამხედრო მზვერავი, გრუს ოფიცერი და ვაგნერის დაქირავებული ქილერი საქართველოში მხოლოდ ბიზნესის საკეთებლად არაა ჩამოსული და მას სავარაუდოდ გარკვეული საიდუმლო მისია აქვს.
უკრაინელი სპეციალისტები არც იმას გამორიცხავენ, რომ ის კონკრეტული პირის ან პირების ლიკვიდაციისთვის იყოს შემოსული ქვეყანაში.
დაზუსტებით ვერ ვიტყვი ვინ დაეხმარა, თუმცა ფაქტია, რომ ვიღაც დაეხმარა საქართველოში შემოსვლაში. არ არის გამორიცხული ნებისმიერ სცენარს ამზადებდნენ და რუსი დაზვერვის ოფიცრის ჩამოსვლა შესაძლებელია კონკრეტული ადამიანის განეიტრალებასაც ემსახურებოდა.
დარწმუნებით გეტყვით, რომ კირილ კრილკო მარტო არ მოქმედებს. - ამბობს "მთავარ არხთან" საუბარში გუჟკოვი
მისივე ინფორმაციით, ფაქტის შესახებ უკრაინაში, საქართველოს საელჩოს შეატყობინეს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. ჯერჯერობით დუმს საქართველოს ძალოვანი უწყებებიც.
ამავე თემაზე:
რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და დაქირავებული მკვლელი თბილისშია