უკონტროლო ხდება ეპიდემიოლოგიური ვითარება ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში . დაინფიცირებული პატიმრების ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტროდან უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ მსჯავრდებულები კოვიდ 19-ით დაინფიცირდნენ, თუმცა სხვა დეტალები პატიმრების ოჯახებისთვის უცნობია.
ადვოკატები ამბობენ, რომ არასწორმა პოლიტიკამ პენიტენციური ორგანოები ეპიდემიური აფეთქების კერად აქცია.
ამდენი დრო არ გვაქვს, 40 ადამიანთან გვაქვს დასარეკიო - ადვოკატის ინფორმაციით, სწორედ ასე უპასუხეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ერთ-ერთი პატიმრის ოჯახს.