უკონტროლო ვითარება ციხეებში | ბოლო 2 კვირაში, კოვიდ 19-ით 65 პატიმარი დაინფიცირდა

გამოქვეყნდა:

53 109 კოვიდინფიცირებულია, მძიმეა 1 637 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა - 376 პაციენტი - მეოთხე დღეა ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 70-ს აღემატება. ციფრები მძიმეა, მძიმეა ყოველდღიური სტატისტიკა, კიდევ უფრო მძიმეა პროგნოზები. 

ექიმებს დრამატულად მზარდი სიკვდილიანობისა და ინფიცირების მაჩვენებლის გამოსწორების იმედი არ აქვთ. იღუპებიან ორსულები, პანდემიას ეწირება ოჯახებიც. დელტა-შტამის სამიზნეა ბავშვები. 

ეპიდემია უკონტროლო ხდება უკვე დახურულ ზონაში - ციხეებში. რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ დღეს პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ კორონავირუსის გავრცელება მასშტაბურია.

ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის ციხეებში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 65 პატიმარი დაინფიცირდა. ყველა მათგანი კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს. ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში არის გადაყვანილი 42 პირი, მათგან რვას კორონავირუსი დაუდასტურდა, 34 კი ინფიცირებულების კონტაქტია.  ადვოკატები ამბობენ, რომ არასწორმა პოლიტიკამ ციხეები ეპიდემიოლოგიური აფეთქების კერად აქცია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი