დელტა შტამი ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს ორჯერ ზრდის - კვლევა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის დელტა შტამით ინფიცირებულებს შორის ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ დიდია, ვიდრე ალფა (ბრიტანული) შტამით დაავადების შემთხვევაში - ინფორმაციას BBC ბრიტანული მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კვლევა, რომელზეც ინგლისის საჯარო ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევის საბჭოს თანამშრომლები მუშაობდნენ, ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა. მათ მარტიდან მაისის ჩათვლით, ინგლისში ინფიცირების 43 338 შემთხვევა შეისწავლეს, რომელთა უმეტესობაც ვაქცინირებული არ იყო. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, ამ პერიოდში გავრცელებული იყო როგორც ალფა, ისე დელტა შტამები. 

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ დელტათი ინფიცირებული პაციენტები კლინიკებში ალფათი ინფიცირებულებზე ორჯერ ხშირად ხვდებოდნენ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ჰოსპიტალიზაციის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს, მაქსიმალური დაცვისთვის კი ვაქცინის ორი დოზაა საჭირო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი