78 გარდაცვლილი 24 საათში - დადასტურდა ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  1 915 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 78 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 5 929 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 545 033 
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 488 661
  • მათ შორის გარდაცვლილი - 7 329
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 21 411, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12 305 PCR ტესტით -  9 106
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,94%, ბოლო 14 დღის - 10,44%, ბოლო 7 დღის -10,04%
  • სულ აცრილია -  1 164 402, დღიურად აცრილია - 17 670
  • კარანტინის რეჟიმში - 103
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7 660
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 864

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა, აჭარა - 247, იმერეთი - 180, ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 140, გურია - 72, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 171, კახეთი - 174, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 217 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 194 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი