ბათუმში, COVID 19-ით ინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში კლინიკა "მედალფა" ბოლო ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმაც დატოვა. ორივე ქალი კარანტინიდან კლინიკაში შევიდა. მათი ისტორია საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.

.გადმოვკვეთე თურქეთ საქართველოს საზღვარი 22 აპრილს, 26 აპრილს უკვე კლინიკაში მომათავსეს. აღმენიშნებოდა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა. გამაშუქეს ფილტვებზე და აღმომაჩნდა პნევმონია. 27 დღეა ვმკურნალობ. მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად დასრულდა. მივემგზავრები კარანტინში, შემდეგ კი დავუბრუნდები ჩემს ოჯახს ზესტაფინში, - აცხადებს გამოჯანმრთელებული პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში პირველი პაციენტი 14 მარტს დაფიქსირდა, ჯამში 70 პაციენტმა დაამარცხა კოვიდ 19, ორი კი გარდაიცვალა. დღეს კი აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი