ადვოკატების ინფორმაციით, ქუთაისის ციხეში კორონავირუსი მასობრივად ვრცელდება

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ციხეში ეპიდემიური ვითარება უკონტროლო ხდება. ადვოკატების ინფორმაციით, კორონავირუსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მასობრივად ვრცელდება.

ნომერ მეორე საპყრობილესთან პატიმრების ახლობლები იკრიბებიან და ინტერესდებიან, როგორია მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუმცა ადმინისტრაციას პატიმრების ნათესავებისთვის ამ დრომდე არ მიუწოდებია ინფორმაცია. 

"ინფექცია მოდებულია. განსაკუთრებით მერვე დაწესებულებაშია რთულ მდგომარეობა, ბევრი ინფიცირებული ჰყავთ მეორე დაწესებულებაშიც. ნაწილი ხონის ფსიქიატრიულშია გადაყვანილი...მომაწვდინა ხმა ერთ ერთმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მსჯავრდებულმა, რომ მეორე დაწესებულებაში მძიმე ავადმყოფები არიან, ქრონიკული დაავადება აქვს ერთ-ერთს. მხოლოდ ერთი თვე დასჯა სასჯელის მოხდამდე და არ უშვებს ასეთებს ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭო" - ამბობს ადვოკატი 

არსებული ინფორმაციით, მძიმე ვითარებაა გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი