შრომის ინსპექციამ კიდევ 5 ობიექტი დალუქა, 4 - დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 5 ობიექტი დალუქეს, ხოლო 4 - დააჯარიმეს. უწყების ინფორმაციით, მათგან სამ იურიდიულ პირს 10 000 ლარი, ხოლო ერთ ფიზიკურ პირს 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა.

უწყება აცხადებს, რომ ამ დროისთვის, მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება.

ინსპექციის ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 45 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი