დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩინური წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, Sinovac-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ის 85-100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისგან.
NCDC-ის ცნობით, Sinovac-ის ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა, მას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს. სინოვაკი ავტორიზებულია და ადმინისტრირდება 39 ქვეყნის მიერ.