პენიტენციურ სისტემაში კოვიდინფიცირებული 105 მსჯავრდებულია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევათა უმეტესობა ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა.
ამჟამად, 105 კოვიდ ინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ ერთ სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული , თუმცა ამათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება. 39 კოვიდ ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, - წერს პენიტენციური სამსახური.
იხილეთ ასევე: