ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტოროის მაია ჩხაიძის განმარტებით, კოვიდინფიცირებულ 6 წლის ბავშვს, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, კერძოდ ეპილეფსიური სინდრომი და ცერებრული დამბლა.
"6 წლის ბავშვი, გოგონა, შემოვიდა კლინიკაში პარასკევს, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. მას ბინის პირობებში განუვითარდა ეპილეფსიური გულყრა. ბავშვი დაავადებული იყო ბავშვთა ცერებრული დამბლით, მას ჰქონდა ფიქსო მოტორული ცეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ასევე ეპილეფსიური სინდრომი, ამ მდგომარეობაში შემოვიდა ჩვენს კლინიკაში. შემოსვლისთანავე გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. შემდეგ განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს ეს ბავშვი გარდაიცვალა", - ამბობს მაია ჩხაიძე.
ცნობისთვის, 6 წლის კოვიდინფიცირებული ბავშვი დღეს გარდაიცვალა.