ქვეყანაში არსებული საგანგაშო ეპიდვითარება მოზარდებს სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობას საბოლოოდ ართმევს. ამ მონაცემებით, ახალი სასწავლო წელი ისევ დისტანციურ რეჟიმში განახლება, რაც ბაშვების განათლების ისედაც დაბალ ხარისხზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და UNISEF მოუწოდებენ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეიქმნას სასწავლო დაწესებულებებში მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემო და სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს. თუმცა მთავრობას, რომელიც ვერც ეპიდემიას მართავს, სათანადოდ სკოლები არც ახალი სასწავლო წლისთვის მოუმზადებია.