იგეგმება ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს მომავალში იგეგმება ანტივირუსული მედიკამენტების, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა.

"ჩვენთან მალე იგეგმება ყველაზე ახალი ანტივირუსული მედიკამენტების, მომავლის თერაპიის, მონოკლონური ანტისხეულების შემოტანა, რომელიც ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში გამოიყენება. პროტოკოლის რადიკალური ცვლილება არ იგეგმება, რადგან რამდენადაც ეს ვიღაცისთვის ნაკლებად დამაჯერებელი არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული გარდაცვალების რიცხვის გაზრდა მკურნალობისა და მართვის ხარისხთან და პროტოკოლში რაიმე ხარვეზის არსებობასთან", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, ქართული პროტოკოლი მუდმივად განიცდის განახლებას: 

"ანალიტიკური გუნდი მუშაობს და თვალყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს, რაც ჩნდება მკურნალობაში მსოფლიოში, ზღვა მასალაა და იოლი არ არის გარკვევა ამ სიახლეებიდან, რომელი არის მისაღები როგორც სამკურნალო შედეგით, ისე სამართლებრივად და ეთიკურად. ჩვენ არ დაგვიგვიანია რაიმე სიახლის დანერგვა და რაიმეს ოპტიმიზაცია, პირიქით, რიგ შემთხვევაში მივდივართ წინსწრებით", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი