სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა, კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც C.1.2.-ს უწოდებენ.
მეცნიერები ამბობენ იმასაც, რომ ახალ შტამს შემაშფოთებლად ბევრი მუტაცია აქვს. კვლევის თანახმად, რომელმაც კოლეგიური განხილვა უნდა გაიაროს, ახალი შტამი ადამიანებში უფრო მარტივად ვრცელდება.
ახალი შტამი პირველად მაისში სამხრეთ აფრიკის ორ პროვინციაში დააფიქსირეს. სამხრეთაფრიკელი მეცნიერების განმარტებით, C.1.2.-ის შემთხვევები 13 აგვისტომდე რვა ქვეყანაში დააფიქსირდა, კერძოდ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ჩინეთში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში, მავრიკში, ინგლისში, ახალი ზელანდიში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში.
ახალი მუტაციები თავდაპირველად ჯანმოს მიერ ინტერესის ობიექტად კლასიფიცირდება. სწორედ მათი გამოკვლევის შემდეგ უნდა დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული ვარიანტი უფრო გადამდები, ასევე, შეუძლია თუ არა ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა. ახლა მეცნიერები ლაბორატორიული ტესტებით სწორედ ამ უკანასკნელს იკვლევენ.