ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა ძალიან გაზრდილია, თუმცა ჯერ არცერთ კლინიკას პრობლემა არ აქვს - გაბუნია

გამოქვეყნდა:

"ჟანგბადის მოწოდებისა და მოხმარების ინტენსივობა არის ძალიან გაზრდილი. ამ გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად როგორც იცით ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება ჟანგბადის იმპორტი. ლოჯისტიკური პროცესი არის ძალიან დატვირთული, თუმცა ჯერჯერობით არცერთ კლინიკას პრობლემას ჟანგბადის მიწოდებაში არ შექმნია.

ჩვენ ვთხოვთ კლინიკებს, რომ გამოიყენონ ჟანგბადის რაციონალური გამოყენების რეკომენდაციები, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს. ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ჟანგბადის სისტემა იყო გახსნილი, იკარგებოდა ჟანგბადი და პაციენტი მას ვერ იყენებდა. ასეთი ტიპის ხარვეზები რომ აღმოიფხვრას, ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია კლინიკებთან". 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი