"ფაიზერის" ვაქცინა უსაფრთხოა ორსულებისთვის, დროს ნუ დაკარგავენ, აიცრან - გაბუნია

გამოქვეყნდა:

"ჩვილებში ინფექციის პრევენციის საუკეთესო საშუალება არის დედის ვაქცინაცია, ანუ ორსულის ვაქცინაცია. [...] დღეს საკმარისი მზაობა არსებობს და საკმარისი მეცნიერული მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ "ფაიზერის" ვაქცინა ორსულებში არის უსაფრთხო. ამდენად, დროს ნუ დაკარგავენ ორსულები და რაც შეიძლება სწრაფად აიცრან.

ასევე, ოჯახის წევრების ვაქცინაციაც არის ერთ-ერთი გამოსავალი ახალშობილებში, ჩვილ ბავშვებში და ზოგადად ბავშვები ინფექციის პრევენციის". 

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი