"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", ექიმები ბიძინა კულუმბეგოვი და გია ხურციძე მოსახლეობას მიმართავენ.
"მარტივი იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვთქვა - თუ არ აიცრებით, მე წნეხს გავაკეთებ სამედიცინო სისტემაზე, ჩვენ ვერ დაგეხმარებით", - ამბობს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკური დირექტორი გია ხურციძე.
"ერთადერთი გამოსავალი არის ამ სიტუაციაში, ამას ვხედავთ. გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მედიკამენტიც გვქონდეს, რომელიც ადამიანს დამძიმებისგან დაიცავს, მაგრამ პრევენციას ვერაფერი ვერ შეცვლის. შეიძლება ჩვენ ახალი თაობის ვაქცინებიც ვიხილოთ რაღაც პერიოდის მერე, იმიტომ რომ 200-ზე მეტი ვაქცინა კვლევების ფაზაშია, მაგრამ დღეს არის ის მოცემულობა, როცა ჩვენ გვაქვს ძალიან ეფექტური და უფრო მეტად კიდევ უსაფრთხო ვაქცინები და გამოიყენეთ ეს შანსი, ყველას ვთხოვთ", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.