სრულად ვაქცინირებულები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ, ნაწილს ფასდაკლებით მიიღებენ

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებული მომხმარებლები სერვისების ნაწილს უსასყიდლოდ მიიღებენ. კერძოდ ისინი უფასოდ ისარგებლებენ:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა;
  • უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულთათვის 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
  • ID ბარათზე სერთიფიკატის განახლება;

 იუსტიციის სამინისტოს მიერ დაწესებული შეღავათების მიღება სრულად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი