ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის მხოლოდ ორი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის, ერთი შიდა გავრცელებაა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსის 730 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

დღეს გვაქვს მხოლოდ ორი ახალი შემთხვევა. იყო 728 , ახლა 730 დადასტურებული შემთხვევაა. დღესდღეობით კოვიდ ცენტრებშ მკურნალობს 196 პაციენტი. ძირითადად გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. ამათთან, დაახლოებით 70%-შ არის პნევმონია, დანარჩენებშ პნევმონია არ გვაქვს, ამიტომ უკვე შეგვიძლია განვიხილოთ ესენი როგორც მსუბუქი პაციენტები,- აცხადებს ეზუგბაია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი