კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის ტოტალური დეფიციტი. კოვიდცენტრებში "ენოქსაპარინის" მარაგი ფაქტობრივად ამოწურულია. კლინიკებს მხოლოდ რამდენიმე დღის დოზა აქვთ შემორჩენილი, არადა ეს არის წამალი, რომელიც აუცილებლად სჭირდება ყველა კოვიდინფიცირებულს - "ენოქსაპარინი" სისხლის შედედებაზე მოქმედებს და თრომბოემბოლიის განვითრებას აფერხებს.
კლინიკების ნაწილმა უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს დამატებითი დოზების შეძენის მოთხოვნით. სამედიცინო მენეჯერები განმარტავენ, რომ დეფიციტი მომწოდებელი კომპანიის მიზეზით შეიქმნა, რომელიც უარს ამბობს საჭირო რაოდენობით პრეპარატის მოწოდებაზე.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: