კიდევ 81 გარდაცვლილი და 3 212 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 2 სექტემბრის სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის  3 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 81 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან  5 017 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 556 909
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული -  502 534
  • მათ შორის გარდაცვლილი - 7 563
  • ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 40 435 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 334, PCR ტესტით -  16 101
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 7,94% , ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,13%
  • სულ აცრილია - 1 235 386 , დღიურად აცრილია - 23 916
  • კარანტინის რეჟიმში -  103
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7 343
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 680

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 219 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 196 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი