კიდევ ერთი ანტირეკორდი - სპეციალისტები მეხუთე ტალღის მოლოდინში არიან

გამოქვეყნდა:

47 წლის, კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც 10 წლიანი მოლოდინის შემდეგ 2 კვირის წინ ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" ტყუპები გააჩნია დღეს ბოკერიას ჰოსპიტალში  გარდაიცვალა.  საკეისრო კვეთის შემდეგ დამძიმებული პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს.

ფილტვების მასიური დაზიანების და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო ქალი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში სიცოცხლისთვის 2 კვირა იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ვირუსის კიდევ ერთი მსხვერპლი დღეს 20  წლის მარი მახარაძეც გახდა. ქედას მკვიდრი ბათუმის კლინიკაში მწვავე პნევმონიითა და სუნთქვის უკმარსისობით გუშინ შეიყვანეს. კრიტიკული მდგომარეობის გამო პაციენტი მალევე ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაიყვანეს, თუმცა სიტუაციის დასტაბილურება ვერ მოხერხდა. ახალგაზრდა ქალს 8 თვის ჩვილი დარჩა. 

ლეტალობის  მაჩვენებელი კი ქვეყანაში ყოველდღიურად მზარდია.  81 გარდაცვლილი მხოლოდ ბოლო 24 საათში -ეს პანდემიის დაწყებიდან წელიწადსა და რვა თვეში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების მე-5 ტალღის მოლოდინშია. იმუნიზაციის დაბალი ტემპის და ჰოსპიტალური სექტორის კრიტიკულად გადატვირთვის გამო ექიმები სექტემბრის პირველ ნახევარში ეპიდვითარების დასტაბილურების ნიშნებს ვერ ხედავენ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი