შესაძლოა მატებაც, ყოველდღიურად 90-100-ის ფარგლებში - რეანიმატოლოგი ლეტალობის მაჩვენებელზე

გამოქვეყნდა:

ზედიზედ ორი დღეა საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. ბოლო 24 საათში ვირუსით კიდევ 86 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ სექტორი გადატვირთულია, ოჯახის ექიმთან კომუნიკაცია შეზღუდულია, სასწრაფო დახმარება კი ზღვარზე მუშაობს. 

"შესაძლებელია გვქონდეს მატებაც, 90-100-ის ფარგლებში ყოველდღიურად, სამწუხაროდ, ეს არის ის მაჩვენებლები, რომლებიც დაგვიდგა პრევენციული ზომების არმიღების გამო, როგორიცაა რეგულაციების არ აღსრულება, როგორიცაა ვაქცინის დაგვიანებით შემოტანა, ვაქცინაციის პროცესის სრული ჩავარდნა. 

დაახლოებით, 2 კვრიის მანძილზე მაინც შენარჩუნდება ლეტალობის მარჩვენებლები", - თქვა რეანიმატოლოგმა, ანი ქავთარაძე.

მისი თქმით, აუცილებელია სავარაუდო მე-5 ტალღისთვის მოვემზადოთ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი