წამალი თუ საჭმელი? - ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობს, მოსახლეობას შია

გამოქვეყნდა:

წლიური ინფლაციის დონემ რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია და 12.8% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ლარის გაუფასურებამ კი გამოიწვია პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდაც. გაზრდილი ფასები და ეკონომიკური კრიზისი მოსახლეობის ბიუჯეტზე უკვე აისახა. ხალხს ახლა უფრო ხშირად უწევს გააკეთოს არჩევანი საჭმელსა და წამლებს შორის.

მოსახლეობა ეკონომიკურ კრიზისზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

მმართველ გუნდში კი საკუთრ პასუხისმგებლობას ვერ ხედავენ. დღეს პრემიერმინისტრი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის მაჩვენებლის ორნიშნა ზრდა ფიქსირდება, ბიზნესი დამშვიდებულია და ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი