პატიმარმა ელემენტები, რკინა, მაგნიტი, შუშის ნამსხვრევები გადაყლაპა - პროტესტი გლდანის ციხეში

გამოქვეყნდა:

სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმარი ცუდ მოპყრობაში ადანაშაულებს. გიორგი ქავთარაძე თვეზე მეტია შიმშილობს და სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

პატიმარი "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ადმინისტრაციას ის სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაჰყავს.  

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პროტესტის ნიშნად ელემენტები, მაგნიტი და შუშის ნამსხვრევებიც გადაყლაპა. 

"გადაყლაპული მაქ ორი ცალი ელემენტი, 4 ცალი რკინა, 4 ცალი მაგნიტი და შუშის ნატეხები. ვითხოვ ოპერაციას, მომაქციონ ყურადღება. ვითხოვ, რომ დაკვირვების ქვეშ დამტოვოს კლინიკაში. ვითხოვ რომ გადამიყვანონ "ვივამედში", - თქვა მსჯავრდებულმა

ადმინისტრაციის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს მსჯავრდებულის მეუღლეც:

"გაიყვანეს "ვივამედის" კლინიკაში, ჩაუტარდა ერთი ოპერაცია, 25 ნაკერი ჰქონდა და ორ დღეში გააბრუნეს ისევ ციხეში და უთხრეს, რომ იქნები მეთვალყურეობის ქვეშ. იქ არც რენტგენია, არაფერი, რომ იყოს ყურადღების ქვეშ. აქვს გადაყლაპული ელემენტი, შუშები და ბოლტები, ითხოვს, რომ გაიყვანონ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ და გაუკეთონ ოპერაცია. თუმცა იქ ეუბნებიან, რომ მწყერაშვილი გიორგი არ ტოვებს“, - ამბობს ხატია ბოჭორიშვილი.

პატიმრების თქმით, მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ გაიგო, რომ საკითხით "მთავარი არხი" იყო დაინტერესებული, მათ ტელევიზორი გაუთიშეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი