ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში ამ დროისთვის სულ 25 კოვიდინფიცირებული ბავშვი იბრძვის სიცოცხლისთვის. მათი უმრავლესობა 0 -დან 1 წლამდე ასაკისაა.
ამავე კლინიკაში ექიმებმა 25 დღის ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი კლინიკაში 2 კვირა მკურნალობდა, თუმცა ექიმების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
ექიმის ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო.