კახა კალაძის მშობლიური სამტრედია კრიმინალურ ქაოსშია. რამდენიმე კვირის წინ ახალგაზრდა მამაკაცი კრიმინალური გარჩევის დროს ავტომატით ჩაცხრილეს. ვინ დააცალა მოკლულს მჭიდი - პოლიციამ ჯერაც ვერ გაარკვია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, რეალურ მკვლელებს არც არავინ ეძებს და მაღალი ალბათობით ისინი ერთ-ერთ მონასტერს აფარებენ თავს.
18 ივნისს სამტრედიაში მოკლული გრიგოლ იგივე მერაბ ხონელიძის ძმას მომხდარზე საუბარი არ სურს. ის ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ მისი ოჯახის წევრი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თან გვიმტკიცებდა, რომ 3 თვის წინ მომხდარ მკვლელობაზე ვერც ვერაფრის გარკვევას მოვახერხებდით.
წყარომ გვითხრა კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები ვინც 18 ივნისის გარჩევაში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მოკლულის დიდი ხნის ნაცნობი ზაზა თავაძეა, ასევე წყაროს ინფორმაციით თავაძე კიდევ ერთ პირთან გიგო გიორხელიძესთან ერთად მკვლელობის შემდეგ იმალება.
მისივე ცნობით ისინი ერთ-ერთ მონასტერს აფარებენ თავს. ზაზა თავაძის სახლში ამ თემაზე არავინ დაგველაპარაკა.
წყაროს ინფორმაციითვე, თავაძის გვარი ხონელიძემ ექიმებსაც უთხრა, მაშინ როცა მძიმე ჭრილობებით ის კლინიკაში შეიყვანეს.
ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით დამნაშავეებს კახი კალაძის მამა კარლო კალაძეც მფარველობს, რომელიც მათ საკუთარი ბიზნესების მფარველობისა და საარჩევნოდ ადგილობრივების ხმებზე ნადირობისთვის იყენებს ხოლმე.