
"არა ძალადობას"," არა ჩადებას" - ოზურგეთში 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
ახლობლების ინფორმაციით, გოგოტიშვილი 13 აგვისტოს, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა ბახმაროდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის კორონავირუსის ტესტის ასაღებად რიგში იდგა, რამდენიმე საათში კი ოჯახს შეატყობინეს, რომ ახალგაზრდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იყო დაკავებული.
ახლობლები ამბობენ, რომ გოგოტიშვილს სინამდვილეში 17 აბი სუბოქსინი პოლიციამ ჩაუდო.