ყოველდღიურობად ქცეული სიკვდილი | კოვიდით გარდაცვლილი და სტატისტიკად ქცეული ადამიანები

გამოქვეყნდა:

გამოცხადებული  სიკვდილის ქრონიკა - ადამიანები, რომლებიც ციფრებად იქცნენ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახელები, გვარები, ისტორიები... გუშინ, კორონავირუსით კიდევ ერთი ახალშობილი გარდაიცვალა. 2 დღის წინ ვირუსმა 20 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა. ციციშვილის კლინიკაში 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბათუმში კოვიდს დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. 28 წლის ორსულის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

ყოველდღიურად იღუპებიან ჩვენი ოჯახის წევრები, დედები, მამები, შვილები, ახლობლები, ნათესავები. ამ წუთებშიც ვკარგავთ საყვარელ ადამიანებს. აგვისტო - თვე, რომელიც ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერება. ძველ ანტირეკორდს ახალი ცვლის, სიკვდილი ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ეს ის მძიმე რეალობაა, რომელიც პანდემიის გამოცხადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ დაგვიდგა...

გურანდა ავალიანის რეპორტაჟი - "კოვიდვითარება საქართველოში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი