მხარს დავუჭერ ჩემი კოლეგებისა და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციას - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების სავალდებულო ვაქცინაციის მომხრეა:

"მე მხარს დავუჭერ პირველ რიგში, რომ სავალდებულო გახდეს ჩემი კოლეგებისთვის, აუცილებლად, სამედიცინო მუშაკებისთვის და მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს პირველ რიგში, მასწავლებლებისთვის. თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და სწავლა დაიწყონ ბავშვებმა, რაც ამ წელიწადნახევარში კორონამ ჯანმრთელობითი ზიანი მოუტანა კაცობრიობას, არანაკლებია საგანმანათლებლო ზიანი მომავალი თაობებისთვის", - თქვა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი