სანაპიროზე მანქანა გვირაბის კედელს შეეჯახა და ამობრუნდა - დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ავარია მოხდა სანაპიროზე - მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გვირაბის კედელს დაეჯახა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად 2 პირი დაშავდა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევა მანქანაში მყოფმა პირებმა თავადვე გადაიღეს, კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიეაბ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მიმართულებით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი