კორონავირუსი გეგუთის ციხეში - ოჯახის წევრების ინფორმაციით, ინფიცირებულია 100-მდე პირი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსმა გეგუთის ციხეში შეაღწია - პატიმრების ოჯახის წევრების ინფორმაციით, ინფიცირებულია 100-მდე მსჯავრდებული, რამდენიმე საკანში კი კარანტინი გამოცხადდა. ოფიციალური ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ გაუვრცელებია.

"მთავარს" პატიმრების ოჯახის წევრები უყვებიან, რომ ციხეში მდგომარეობა რთულია და მსჯავრდებულებს დახმარება სჭირდებათ.

"მითხრა ჩემმა მეუღლემ, რომ დაუდასტურდა რამდენიმეს კოვიდიო. აქვს ბევრი ქრონიკული დაავადება, ამიტომ მეშინია და ვნერვიულობ ძალიან. არც არავინ დამირეკა მთელი დღის განმავლობაში, რომ ამბავი გაეგებინებინა. დავრეკე, პენიტენციურის ცხელ ხაზზე და მიპასუხეს, რომ დღეს არ ვმუშაობთო, მომიშორეს ამით თავიდან. 

ვაპირებთ გეგუთის ციხესთან მისვლას და მოვითხოვთ, რომ ვინმე კომპეტენტური პიროვნება გამოვიდეს და აგვიხსნას რა ხდება ციხეში", - თქვა ერთ-ერთი პატიმრის ცოლმა.

თუ შესაბამისი უწყება კონკრეტულ ზომებს არ მიიღებს, ისინი გეგუთის ციხესთან მისვლას გეგმავენ და სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან პასუხებს ადგილზევე მოითხოვენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი