კიდევ 61 გარდაცვლილი და 1 120 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 6 სექტემბრის სტატისტიკა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 61 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 905 ადამიანი გამოჯანმრთელდა.'

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 565 957
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 519 673 
  • მათ შორის გარდაცვლილი - 7 867
  • ბოლო24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 16 149 - მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 8 840  , PCR ტესტით - 7 309
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,94%,  ბოლო 14 დღის - 9,15%, ბოლო 7 დღის - 8,19%
  • სულ აცრილია -  1 326 033  დღიურად აცრილია - 16 298
  • კარანტინის რეჟიმში - 88
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 7 016
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 292

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 221 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 198 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 4,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი