საქართველოში კოვიდსტატისტიკა საათობრივად იცვლება და უკვე საგანგაშო ნიშნულზეა. დაინფიცირებასთან ერთად იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოზარდებში. მომაკვდინებელმა ვირუსმა დღეს კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.
პედიატრები განგაშს აცხადებენ და იმუნიზაციის გეგმის შემუშავებას ითხოვენ, თუმცა ტიკარაძის უწყება ამ ეტაპზე დუმს და არც სავარაუდო გადაწყვეტილებაა ცნობილი.
"ქართული ოცნება", რომლმაც მისივე შეთხზული ეპიდემიის წარმატებული მართვის მითი დაიჯერა, ინფიცირების მაჩვენებლის დასტაბილურებას ელოდება. თუმცა რეალური სურათი გაცილებით სახიფათოა, სწორედ შემოდგომიდან ელოდებიან ჯანდაცვის სპეციალისტები კორონავირუსის ახალ აფეთქებას.