
პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა. ოლიგარქის მართულ სასამართლოში ერთმანეთის მიყოლებით პოლიტიკური საქმეები ჩაინიშნა. როგორც ყველა კრიზისულ ვითარებაში, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ოცნებამ" ოპონენტების განეიტრალება აპრობირებული მეთოდით დაიწყო.
ხმაური და დაპირიპირება იყო დღეს საქალაქო სასამართლოში, სადაც ფულის გათეთრების საქმეზე მიმდინარე სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის პროტესტი სახელმწიფო ბრალდების მხრიდან მოწმის გამოკითხვას მოყვა.
ეს პირველი განახლებული საქმეა, თუმცა არა უკანასკნელი - რიგში ახლა მედიამენეჯერები არიან. "მთავარი არხის" დამფუძნებლის მორიგი სხდომა უკვე ჩანიშნულია, უზენაესი სასამართლო კი დავით კეზერაშვილის საქმეს უბრუნდება.