პანდემიის კრიზისისა და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის დასაძლევად 120-მდე კლინიკის წარმომადგენელმა საბჭო შექმნა.
კლინიკის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საბჭოს მიზანი ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციისა და მათი პოზიციის გაზიარება იქნება. განსაკუთრებული ყურადღება 520-ე დადგენილებაზე გაკეთდა, რომელიც ტარიფიკაციის სისტემის ცვლილებებს ეხება, რის გამოც არაერთ კლინიკას პრობლემები შეექმნა,
კლინიკის წარმომადგენლები ტიკარაძის უწყებასთან კომუნიკაციის სირთულეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამის ნათელი მაგალითია ის, რომ მიწვევს მიუხედავად 120-მდე კლინიკის ხელმძღვანელთან შესახვედრად ჯანდაცვის სამინისტროდან არავინ მისულა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი.