აცრილებისთვის 13 სექტემბერიდან ყოველდღიური გათამაშება დაიწყება - რა თანხის მოგებას შეძლებენ მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია ქვეყანაში 13 სექტემბრიდან დაიწყება.

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, ლატარიის ჯამური საპრიზო ფონდი 2 მილიონ 800 ათასი ლარი იქნება.

მისი თქმით, აცრილებისთვის ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე ჯილდო, ყოველკვირეულად 1 000, 1 500 და 5 000, ხოლო წლის ბოლოს - 100 000 ლარი.

"შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ლატარიის კომპანია გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ლატარია გათამშდება ყოველდიურ რეჟიმში წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამშება. იქნება სხვადასხვა საპრიზო ფონდები. 100 და 500 ლარი გათამაშდება ყოველდღიურად, ყოველკვირეულად გათამშდება 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო. შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი იქნება 100 000 ლარი", - თქვა გიორგი ღიბრაძემ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი