სტუდენტებში ვაქცინაციის ტემპი მაღალი არაა, უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება საყურადღებოა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სკოლასა და საუნივერსიტეტო სივრცეში სწავლის დაწყებაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საყურადღებო ვითარებაა უნივერსიტეტებში, რადგან სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელი არ არის მაღალი.

"ტენდენცია კეთილსაიმედოა, კლების ტემპი, პედაგოგებში ვაქცინაციის პროცესის კარგი მაჩვენებელია. ზოგიერთ სკოლაში პედაგოგების ორჯერ ვაქცინირებულთა მაჩვენებელი 60%-ს აღწევს. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას, რომ 4 ოქტომბრიდან სასკოლო გარემოში დაიწყოს სწავლა. 

უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი, სტუდენტების ვაქცინაციის ტემპი არ არის მაღალი. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდნენ სტუდენტები და პედაგოგ-მასწავლებლებთან ერთად ჩაიტარონ აცრა",- თქვა თამარ გაბუნიამ.

იხილეთ ასევე:

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი