1 965 ახალი შემთხვევა რეალური ციფირი არაა, სერვერებზე შეფერხება იყო - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა რეალური ციფირი არაა. გამყრელიძის განმარტებით, არასწორი მაჩვენებელი პორტალზე არსებულ შეფერხებებს უკავშირდება.  

მისი თქმით, ცენტრის პროგნოზი დღეს დაახლოებით 3 500-3 700 ახალი შემთხვევა იყო.

"გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთან კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციისა და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს. ამის გამო არის, რომ ყველა შედეგი გუშინდელი არ არის ატვირთული. ეს შედეგები დღეს დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ ეს შედეგები როგორი იქნება",- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, StopCov.ge-ის მონაცმებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 50 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი