მოქალაქის კოვიდ-სტატუსის დასადგენად სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა – ბექა ფერაძე

გამოქვეყნდა:

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, შექმნილია სპეციალური "Covid Pass" აპლიკაცია, რომელიც QR კოდის მეშვეობით ადგენს მოქალაქის კოვიდსტატუსს

მისი თქმით, ე.წ. მწვანე ზონების დანერგვის მიზნით, აპლიკაციაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

  • PCR ტესტის უარყოფით პასუხს (ბოლო 72 საათის განმავლობაში)
  • სწრაფი ტესტის უარყოფითი სტატუსი (24 საათის განმავლობაში)
  • ვაქცინაციის სრული ორი დოზის ჩატარების შესახებ
  • კოვიდის გადატანის თარიღი (ბოლო 6 თვის განმავლობაში)

როგორც ბექა ფერაძე განმარტავს, პირველ ეტაპზე ორგანიზაციებში აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა. ფერაძის თქმით, აპლიკაციის გამოყენება მომდევნო კვირიდან იქნება შესაძლებელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი