რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინდოეთის მოქალაქე გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

რუხის კლინიკაში კორონავირუსით ინდოეთის მოქალაქე, ვერარაგავა რაიაუდუ გარდაიცვალა. შემთხვევა 29 აგვისტოს მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ის კლინიკაში ორი კვირის წინ მოათავსეს, მას ვირუსი ხობში 9 აგვისტოს დაუდასტურდა. უცხოეთის მოქალაქეს თანმხლები დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა.

გავრცელებული ინფორმაციით, 58 წლის ქალი საქართველოში 2019 წლიდან შვილის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

ავტორი: ემა გოგოხია

ფოტოს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი