დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 8 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 366 678 აცრა.
1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0%
სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%
7 სექტემბერს აიცრა 27 011 ადამიანი.
აცრების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა.