ტოროსიანმა ბოდიში მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცერცვაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრისგან ბოდიშს მოხდას ითხოვს - ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

ინფექციონისტი განცხადებაში წერს, რომ კომიკურია, როცა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მონაცემებში ეჭვი შეაქვს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრს, რომელშიც ბოლო ორი დღის განმავლობაში COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

"მიგვაჩნია, რომ ბატონი ტოროსიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული  შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს, - აცხადებს ცერცვაძე. 

შეგახსენებთ, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა  საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. არსენ ტოროსიანის არგუმენტი კი ის იყო, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი