როცა 7 დღე დადებითობის მაჩევენებლი 4% იქნება, გავცემთ რეკომენდაციას საკლასო ოთახში სწავლის დაწყებაზე - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ საკლასო ოთახებში სწავლება შესაძლებელი გახდება, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4% 7 დღის განმავლობაში.

"ქვეყნის მასშტაბით ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის დაკლებული, რაც მაჩვენებელია, რომ შემდეგ დღეებში დადებითობის მაჩვენებელიც დაიწევს.დადებითობის მაჩვენებელი როდესაც იქნება 4% 7 დღის ჭრილში, ჩვენ შეგვიძლია, გავცეთ რეკომენდაცია, რომ კლასში სწავლის დაწყება არის შესაძლებელი",- თქვა ტიკარაძემ. 

ცნობისთვის,  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში, არამედ 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ. 

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც სწავლის დაწყების მომენტისთვის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი