სასტიკი მკვლელობა ქუთაისში - შვილმა მამა მოკლა

გამოქვეყნდა:

საზარელი მკვლელობა ქუთაისში - თბილისის ქუჩაზე 30 წლის ახალგაზრდამ მამა საცხოვრებელი სახლის წინ მოკლა. 

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მან მამას რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მოკლულის შვილი, მამის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი