თეორიულად შესაძლებელია, მიუ შტამი ახალი მუტაცია გახდეს - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ ქვეყანაში სხვადასხვა შტამის ცირკულაციის მონიტორინგს. მხედველობაში მაქვს ლაბორატორიული მონიტორინგი. დღესდღეობით, ქვეყანაში თითქმის 100%-ით დელტა შტამი ცირკულირებს, ანუ რასაც ინდურ შტამს ვარქმევთ. სხვა შტამი ჯერჯერობით სეკვენირების პროცესში ნანახი არ იქნა. თუმცა, რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია [მიუ შტამი გახდეს ახალი მუტაცია]. მოგეხსენებათ, კორონავირუსი თითქმის 2 წლის განმავლობაში ძალიან მრავალ მუტაციას განიცდის. ასობით მუტაცია გამოვლენდა, მაგრამ მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვითი მნიშვნელობა, ანუ რომელიც ან სხვანაირად აზიანებს, ან სხვა უფრო მეტი აგრესიულობით ხასიათდება, ასეთი აღმოჩენილია სულ რამდენიმე".

- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე "რუსთავი 2"-თან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი