ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, ახალშობილს დაბალი ტემპერატურა აქვს. ჩვილი საკვებს ცუდად იღებს, თუმცა ის ჟანგბადდამოკიდებული არ არის.

"15 დღის ბავშვი სტაბილურია, ერთი დღის შემოსულია ბავშვი, ახალი დაავადებაა. მძიმე მდგომარეობა არ აქვს ამ ახალშობილს, ამჟამად გამოხატულია სუსტი წოვა, საკვებს ცუდად ღებულობს, ჟანგბადდამოკიდებული არ არის, აქვს სუფებრილიტეტი", - თქვა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ. 

ცნობისთვის ახალშობილი, ციციშვილის კლინიკაში გუშინ 8 სექტემბერს მოათავსეს. ინფიცირების წყარო კი მის სანახავად მისული ნათესავები არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი