ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

გამოქვეყნდა:

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ დრომდე შენობაში იმყოფება და სავარაუდოდ, მძევლებიც ჰყავს აყვანილი. ფილიალი პოლიციის ალყაშია.

მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი