გიორგი რურუას საქმე - დაცვის მხარე პოლიციელის დანაშაულში მხილებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას ელოდება - მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებლის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ჩვენებას ბრალდების მთავარი მოწმე  პოლიციელი ბექა მახარაძე აძლევს. მახარაძე იმ სამი პოლიციელიდან ერთ-ერთია, ვინც გიორგი რურუას მანქანა გაჩხრიკა. 

ბექა მახარაძე ჰყვება, რომ სწორედ ის მივიდა გიორგი რურუას ავტომობილთან და დაიწყო ჩხრეკა, რა დროსაც გიორგი რურუას წელზე მიმაგრებული იარაღი აღმოუჩინა.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, ხოლო ბექა მახარაძე სწორედ ის პოლიციელია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა, რურუასთვის იარაღის ჩადების სპეცოპერაციაში.

სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ბექა მახარაძემ ჩვენება მისცა,თუმცა ამ განხილვის მსვლელობისას ყველაზე საინტერესო ის ეპიზოდი იქნება, სადაც დაცვის მხარე ბრალდების მთავარ მოწმეს კითხვებს დაუსვამს. 

ბექა მახარაძე ეს არის პირი, რომელმაც ჩაუდო იარაღი გიორგი რურუას, ის არის მთავარი მოწმე. ჩვენი მიზანი იქნება, გამოვააშკარაოთ მის მიერ და ბრალდების მიერ ჩადენილი დანაშაული, კერძოდ საქმის გაყალბება, რის გამოც გიორგი რურუა ექვს თვეზე მეტია იმყოფება პატიმრობაში. შესაძლოა, დაიკითხოს ერთ-ერთი ექსპერტიც,- ამბობს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი. 

როგორც გიორგი რურუას ადვოკატი აღნიშნავს, პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დააყენებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი