ჯანდაცვის სამინისტროს დაგვიანებული რეაგირება - პანდემიის დაწყებიდან წელიწადსა და რვა თვეში ტიკარაძის უწყება კლინიკებისთვის ჟანგბადის ქარხნების შესაძენად ეკონომიკის სამინისტროსგან მილიონნახევარი ევროს დახარჯვას მოითხოვს.
დედაქალაქისა და რეგიონების კოვიდმიმღები ცენტრებისთვის სამედიცინო ჟანგბადის მიწოდების პრობლემაზე რეაგირება ჯანდაცვის სამინისტრომ მხოლოდ უმძმესი მეოთხე ტალღის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.
მანამდე კი ქვეყანაში ასობით ინფიცირებული პაციენტისთვის სამედიცინო ჟანგბადის მიწოდების მწვავე დეფიციტი იდგა. მათ შორის რამდენიმე კლინიკა შესყიდვების სააგენტოს ჟანგბადის კონცენტრატორების შეძენას დაუყოვნებლივი წესით სთხოვდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი